პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დე სოუზა ორ კვირას იზოლაციაში გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიის მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ქალაქ ფელგეირაში ერთ-ერთ სკოლაში იმყოფებოდა, რომელიც კორონავირუსის გამო დაიხურა.
როგორც პორრტუგალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, პრეზიდენტს კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია, მაგრამ ამ ნაბიჯით მაგალითს იძლევა.