ფოთის ჰოსპიტალში რვა პაციენტიდან ექვსს დილით ჩაუტარდა ტესტი. ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ესენი არიან 60 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან, 43 წლის კაცი ოზურგეთიდან, 35, 45, 57 წლის მამაკაცები და ცხრა თვის გოგონა ფოთიდან.
“საღამოს კიდევ დაგვემატა 87 წლის კაცი ლანჩხუთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში ხვალ დილით გაიგზავნება“, – თქვა თეა მიგინეიშვილმა.
ყველა მათგანს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.