19-20 ივლისს, ქალაქ ფოთში ტრადიციული დიდი საერთშორისო ტურნირი _ ,,ფოთის საჭადრაკო ფესტივალი 2019’’ ჩატარდა.
ტურნირმა, რომელსაც მცირე ევროპის ჩემპიონატსაც უწოდებენ, ძალიან ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი. მოჭადრაკეები ფიდეს რეიტინგის მიხედვით იყვნენ დაყოფილი და ოთხ ღია ტურნირში იყვნენ გადანაწილებულები, ხოლო უმცროსი ასაკის მოჭადრაკეები ასაკობრივ ჯგუფში გაერთიანდნენ.
ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან ფესტივალში 12-მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
ღია ტურნირში შესანიშნავად იასპარეზა და ქალებში პირველი ადგილი და ჩემპიონობა მოიპოვა 12 წლის ლანჩხუთელმა მარიამ ჩხაიძემ.
„აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლანჩხუთელი ძირითადი ტურნირის გამარჯვებული ხდება. მარიამი საოცარი სტაბილურობით გამოირჩევა. იგი ხუთი წელია, რაც ასპარეზობს და ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა თითქმის არც ერთი ტურნირი, საპრიზო ადგილზე არ გასულიყო“, _ ამბობს მწვრთნელი ადამ ხუხუნაიშვილი.
ამავე ტურნირში გამოდიოდა კიდევ ერთი ლანჩხუთელი მიხეილ აფხაზავა, რომელმაც 6 ქულა დააგროვა და მხოლოდ კოეფიციენტით ჩამოჩა 12-წლიანებში გამარჯვებულ ყაზახ მოჭადრაკეს.