ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ ცხელების კლინიკაში 7 პაციენტი იმყოფება. ყველაზე პატარა 6 თვის ბავშვია.
ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, 2 მათგანი ლანჩხუთიდანაა, ორივეს კორონავირუსზე ანალიზი აუღეს. ისინი ფოთის ვცელების ცენტრში გუშინ გვიან ღამით შეიყვანეს. მათ აღენიშნება ცხელება და სხვა რესპირატიული სიმპტომები.