რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად იმერეთში სავარგულები დაიტბორა და ჩაიხერგა გზა.
სტიქიის ერთ-ერთ ეპიცენტრს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაში წარმოადგენს.
სამტრედიის მერი, ვალერი ფოცხვერია ამბობს, რომ წვიმის გაძლიერების შემთხვევაში დამატებითი ტექნიკის მობილიზებისთვის მზად არიან.