წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის დაბის ხეობაში 752 ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად, ხოლო 232 ჰექტარი მიმდინარე წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა.
მას შემდეგ, რაც ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივმა ძალებმა დამოუკიდებლად ვერ შეძლეს, ცეცხლის ჩამქრობ სამუშაოებში აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ბელორუსია ჩაერთვნენ.
დახმარების სურვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმაც გამოთქვეს.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული, 1 ბელარუსული და 2 თურქული ვერტმფრენი, ასევე 1 თურქული თვითმფრინავი მონაწილეობდა.
„გურია ნიუსი“ 23 სექტემბერს კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მედიატურის ფარგლებში ბორჯომის დაბაში იმყოფებოდა და გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ნახანძრალი ბორჯომის დაბა.