კოვიდ-19 ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა დღეს სამტრედიაში. ინფიცირებული ქალბატონი ფოთის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომელია, რომელსაც კორონავირუსის სუსტი სიმპომების გამოვლენის შემდეგ ჩაუტარდა ტესტი და ვირუსი დაუდგინდა.
ის ამჟამად საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს სამსახურებრივი კონტაქტების მოკვლევა.