ფოთში, მე-18 საარჩევნო უბანზე, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. დამკვირვებლების თქმით, არასწორად მოხდა წილისყრა და პოზიციების გადანაწილება.
მათივე თქმით, ეს გამიზნულად მოხდა. ბრალდებას უბნის თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ უბანზე პროცედურები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.