ფოთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფოთის რაიონული სამსახურის მენეჯერმა, კესო გელენიძემ განაცხადა, ინფიცირებულია ექიმი და მძღოლი.
„ჩვენთან პერიოდულად ტარდება სასწრაფოს თანამშრომლების ტესტირება. ერთ-ერთი ტესტირების ფონზე, რეფერალის ორ თანამშრომელს, მძღოლსა და ექიმს გამოუვლინდათ კორონავიირუსით ინფიცირება. ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. მათ არანაირი კლინიკური გამოვლინება არა აქვთ.იმყოფებიან ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ახლო კონტაქტები მოძიებულია და ყველა მათგანი ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ არის,“ – განაცხადა გელენიძემ.