ფოთში, მალთაყვის უბანში, მერის წარმომადგენლის ოფისი გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერის ორი პროცესორი.
ქურდობის ფაქტს ადასტურებს მერის წარმომადგენელიც.
უჩა დოლიძის თქმით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
“კარები დაკეტილი დაგხვდა ჩვეულებრივად. სავარუდოდ, ფანჯრიდან არიან შესულები. გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – ამბობს უჩა დოლიძე.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს..