ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში აქცია მიმდინარეობს, სადაც ოზურგეთის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს ელოდებიან. შარრაშენიძე კი მოსახლეობას არ ხვდება. მერს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირმა გორდელაძე სოციალური ქსელით უხმობს.
“გუშინ დაანონსებულ აქციაზე, არ მობრძანდა ოზურგეთის მერი. დღეს მობრძანდით, ბატონო მერო! ამ ბოლო დროს, ხშირად სტუმრობთ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს თემაზე _ გენდერული თანასწორობა. მობრძანდით ბატონო და პრაქტიკაში გაჩვენებთ გენდერული თანასწორობის, პლიუსებსაც და მინუსებს”, _ წერს გორდელაძე.