სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ეროდი გორდელაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასასრულს სამი ფრაქციის ახალი თავმჯდომარეების შესახებ ამცნო საზოგადოებას.
ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – თავმჯდომარე გელა ჩავლეშვილი, მოადგილეები მარიკა ჩხიკვიშვილი, ტარიელ აროშიძე;
ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეები“ – თავმჯდომარე ხათუნა ცერცვაძე, მოადგილე გენო ჩავლეშვილი;
ფრაქცია ქართული ოცნება – კონსერვატორები“ – თავმჯდომარე ალექსანდრე ღლონტი, მოადგილე პაატა კიღურაძე – ( დავით ჭაკნელიძე იყო თავმჯდომარე და არის უბრალოდ ფარქციის წევრი).
ტარიელ აროშიძემ, გენო ჩავლეშვილმა და დავით ჭაკნელიძემ მას შემდეგ მიიღეს თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, რაც ოპოზიციონერი დეპუტატის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ამხილეს.
ამავე თემაზე: “ნაციონალების” და “ოცნების” გარიგება _ რა მოხდა ოზურგეთის საკრებულოში