საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული კარტოფილი, ორი ცალი ახალი კიტრი, ერთი ცალი საშუალო ზომის მჟავე კიტრი, ორი ცალი მოხარშული კვერცხი, ერთი ცალი გათლილი ვაშლი, პატარა კონა მწვანე ხახვი, სამი-ოთხი ღერი კამა და ორი სუფრის კოვზი ფანტია ბრინჯი.
მომზადება: ყოველივე ეს, დაჭრილი და გამზადებული მოვათავსოთ თასზე და დავასხათ სამ-სამი სუფრის კოვზი არაჟანი და მაიონეზი, დავაყაროთ შავი პილპილი და მარილი გემოვნებით. ავურიოთ კარგად
სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ ცოტა ბროწეულის მარცვლებით და ამ მარცვლების ზომაზე დაქუცმაცებული სტაფილოთ. ზემოდან წვრილად დაჭრილი კამა მოვაყაროთ.