პრემიას შესაძლოა ჯილდო ეწოდოს. ასეთ ცვლილებას ითვალისწინებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტი. საკანონმდებლო ინიციატივა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება.
ამას გარდა, ცვლილება ითვალისწინებს, რომ დანამატი წლიური ხელფასის 10%-ით განისაზღვრება.
„კანონპროექტის მიზანია, დაამკვიდროს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი სისტემა. შექმნას დამსახურებაზე დამკვიდრებული საჯარო სამსახურის განხორციელების სისტემა; მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები; დაარეგულიროს სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრები“, _ წერია პარლამენტში წარდგენილ განმარტებით ბარათში.
imedinews.ge