პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა გამოსცა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.