პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულები საავადმყოფოში მონახულა. გიორგი კვირიკაშვილმა მათ მალე გამოჯანმრთელება უსურვა და ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცავთა პროფესიონალიზმის, მოთმინებისა და თავშეკავების შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა მინიმალურია. დღესვე მთავრობის მეთაურმა ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა. ბათუმელების განცხადებით, მომხდარი პროვოკაციის მიუხედავად, მოვლენები მაქსიმალურად მშვიდობიანად დასრულდა, რისთვისაც მათ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved