საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები წარადგინა.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოზიციას გიორგი გუგუჩია დაიკავებს. მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგი გუგუჩია პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და მას სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
„დღეს ჩვენ ორი ცვლილება განვახორციელეთ. შეიცვალა ორი გუბერნატორი და მე წარმოგიდგენთ მათ. კერძოდ, სამეგრელოსა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები გვყავს. მსურს წარმოგიდგინოთ ბატონი გიორგი გუგუჩია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი. პროფესიით ის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. მას სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში. ის არის ძალიან გამოცდილი კადრი. არის ზუგდიდიდან. ის ძალიან კარგად იცნობს რეგიონს. მე მჯერა, რომ ის წარმატებული გუბერნატორი იქნება და მე მას ვუსურვებ წარმატებებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.