პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიასაც უპასუხა.
ბოკერია კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დროს საპენსიო ფონდის გამოყენებას კვლავ ითხოვდა.
“ბატონო გიგა, გუშინ თუ გუშინწინ ვიღაც გაგიჯავრდათ და ახლა იმიტომ ლაპარაკობთ ასე, აგრესიულები ხართ დღეს”, – განაცხადა პრემიერმა.