,,დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების.“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზაზე პროვოკაციული ჯგუფები შეეცდებიან ზიანის მიყენებას, მაგრამ ამ პროვოკაციებს დაძლევენ.
“დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების. ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ და კონსტიტუციის ქვეშ და ეს ასეც იქნება. ამის გარანტიას იძლევა ჩვენი კონსტიტუცია და კანონი. ჩვენ, როგორც მთავრობა ამ კანონს რა თქმა უნდა აღვასრულებთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა თქვენთვის განვმარტო და მოსახელობისთვისაც, რომ ცალკეული პროვოკაციული შემთხვევების განზოგადეობა არასწორია. ეს რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენს ინტერესებში. ცხოვრება გრძელდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: მერაბ ცაავა