„საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით როგორც მინიმუმ უკიდურესად ნაადრევია, ამიტომ მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს“,_ ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეპიდემიამ ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა უკან დახია.
„დღეს ვიმსჯელებთ ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე, ვიდრე ის პარლამენტში წავა.
ეკონომიკური თვალსაზრისით ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა არაპროგნოზირებადობაა. ეს არის დიდი გამოწვევა გლობალური ეკონომიკისთვის და კიდევ უფრო უკიდურესად მწვავე გამოწვევაა ჩვენი ღია ეკონომიკისთვის. გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ის მწირი რესურსი, რაც ქვეყანა გააჩნია, სამართლიანად და ეფექტურად იყოს გადანაწილებული“,_ განაცხადა გახარიამ.