“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსმენების შესახებ კანონი იმ სახით იქნას გატანილი, როგორც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა პრეზიდენტის მიერ კანონზე დადებული ვეტოს შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ვერ დაინახა არგუმენტი იმისა, რომ ახალი სააგენტოს პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერზე.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში, ამიტომ ამით განსაკუთებული თვისობრივი ცვლილება ვერ მოხდებოდა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო გუშინ დაადო. მარგევლაშვილი პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს უგზავნის.
კანონის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნება სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ მოსმენებს განახორციელებს.