“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობის დატოვებას გეგმავს.
ჩვენი წყაროს თქმით, კვირიკაშვილს გადადგომის მიზეზებზე საუბარი დღეს საღამოს, საგანგებო ბრიფინგზე აქვს დაგეგმილი, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია შეიცვალოს.
წყაროს თქმით, კვირიკაშვილი, ამ წუთებში, ბიძინა ივანიშვილთან მართავს შეხვედრას და კონსულტაციებს გადის.
როგორც გვითხრეს, სამთავრობო გუნდი მისი გადადგომის წინააღმდეგია.
წყაროს მტკიცებით, გადადგომის საწინააღმდეგო არგუმენტი ისაა, რომ ოპოზიცია მის წასვლას გამარჯვებად ჩაითვლის და ამ ფონზე ამ ნაბიჯის გადადგმა არასწორი იქნება.
ჩვენ შევეცადეთ დეტალები მთავრობის კანცელარიაში გადაგვემოწმებინა, თუმცა “გურია ნიუსის” ზარებს პრემიერის პრესსამსახურში არ უპასუხეს.