მამუკა ბახტაძე “ომეგა ჯგუფის” საქმესა და გავრცელებულ ჩანაწერებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ გადასახადებს ბიუჯეტში ყველა გადაიხდის, ჩანაწერები კი წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში დისონანსის შემოტანას ემსახურება.
„რაც შეეხება საქართველოში ბიზნესისა და მისი ინტერესების დაცვას, ესეც ყველასთვის ნათელია და ამას მოწმობს ჩვენი პოზიცია საერთაშორისო რეიტინგებში.
ის, რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით დარწმუნებული ვარ საზოგადოება კარგად გაერკვევა საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ, მაგრამ აქვე სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ გადასახადსაც საქართველოს ბიუჯეტში ყველა გადაიხდის, მაგრამ საბოლოო ჯამში, რასაც ვაკვირდებით, სამწუხაროდ ეს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
აქვე ისიც მინდა განვაცხადო, რომ ნურვის ექნება ამის ილუზია, საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში,“ _ აღნიშნა პრემიერმა.