სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში, ლამის, ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრების გაღიზიანება ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებმა გამოიწვია, როდესაც ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ მინისტრმა ოპოზიციას უთხრა, 2008 წლის ომის დროს ქვეყნიდან გარბოდითო.
ლევან ხაბეიშვილი და აკაკი მინაშვილის სიტყვიერ პროტესტს „ქართული ოცნების“ მხრიდან მამუკა მდინარაძე და მიხეილ ყაველაშვილი გამოეხმაურნენ, რაც დაპირისპირებისა და ჩხუბის მიზეზი გახდა.
პრემიერი საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ანი წითლიძეს, ხატია დეკანოიძესა და თაკო ჩარკვიანს დაუპირისპირდა.ხოლო ფრაქცია ,,ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა:
“საცოდავი ადამიანი, მანიაკები, არარაობა”- განაცხადა ღარიბაშვილმა ოპოზიციის მისამართით.
მან ლევან ხაბეიშვილს მიმართა: “მაქედან გამოექანე”.
“შე საცოდავო, სააკაშვილის მეთაურობით ყველანი საცოდავები ხართ”, – მიმართა პრემიერმა ლევან ხაბეიშვილს და მთლიანად ოპოზიციას.
“დაწყნარდი, დაწყნარდი, მიბრძანდი” – აცხადებს პრემიერი.
“თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას. ხაბეიშვილო შენ და შენი პარტია, ხართ მოღალატეები”, – მიმართა პრემიერმა ენმ-ს.
ღარიბაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ტაშით და აპლოდისმენტებით პასუხობდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი თაკო ჩარკვიანზე – დაამშვიდეთ, გიჟია.
ავტორი