საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა.
როგორც გახარიამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხმა მისცა საქართველოს მომავალს.
„წინა საარჩევნო კამპანია გარემო აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს. შესაბამისად მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე დაფუძნებულ სახელმწიფოს. ხმა მივეცი სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი და მივეცი ხმა საქართველოს, რომელიც დღეს უკეთესია ვიდრე იყო გუშინ და ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება. ხმა მივეცი მომავალს“,_ განაცხადა პრემიერმა.