შინდისის გმირებმა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თავგანწირვის მაგალითი შექმნეს, ქედს ვიხრი სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელი ხსოვნის წინაშე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook”-ში წერს.
„11 აგვისტო შინდისის ბრძოლის იმ 17 გმირის დღეა, ვინც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თავგანწირვის მაგალითი შექმნეს. ეს დღე გვარწმუნებს, რომ არ არსებობს დიდი და პატარა ბრძოლები, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შეიძლება იქცეს სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად მომავალი თაობებისთვის. მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელი ხსოვნის წინაშე”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.