საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი მენაღარიშვილი ,,გურია ნიუსთან“ პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. მენაღარიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მიერ რუსეთის ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცახდება ხელისუფლების ლოგიკურ ნაბიჯად შეაფასა.
,,ვფიქრობ, პრემიერის მხრიდან ლოგიკური ნაბიჯია გადადგმული. არავის ეპარება ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ხელის დაბანა და თქმა, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, საკუთარი თავისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ისინი არიან პასუხისმგებლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პროცესებთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეული ფაქტი ჩვენს დიალოგს რუსეთთან ძალიან ამცირებს. აუცილებელია, მოგვარდეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მოწესრიგდეს ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყანასთან. ყოველივე ამას საერთაშორისო მეგობრობის დახმარებით დასჭირდება რუსეთის დარწმუნება, რომ პოზიტიურად მიუდგეს იმ საკითხებს, რაც საქართველოსთვის ასე მტკივნეულია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების დარღვევა კი ძირს უთხრის ამ ურთიერთობების მოგვარებას, _ თქვა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს რუსეთის ხელისუფლებას მისამართით განცახდება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორმა ქვეყანამ არსებული რთული ვითარების დასაძლევად პროგრესული ნაბჯები გადადგან.