პრემიერი მამუკა ბახტაძე, დღეს ბახმაროში ტრადიციულ დოღს არ დაესწრება. პრემიერის დაგეგმილი სტუმრობა ბახმაროში გუშინ საღამოს გაუქმდა, რისი მიზეზიც უცნობია.
არაოფიციალური ინფორმაციით ბახმაროში პრემიერის ჩასვლის გაუქმება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს და მისი შემცვლელად ბიძინა ივანიშვილი ორ კანდიდატს შს მინისტრს გიორგი გახარიას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის კანდიდატურებს განიხილავს.
იმ შემთხვევში თუ პრემიერის სავარძელში ვიცე-პრემიერი გახარია გადაინაცვლებს მისი პოსტი, შესაძლოა ალეკო ტაბატაძემ ან ირაკლი ღირბაშვილმა დაიკავოს.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს პრემიერი არც ფერიცვალების სადღესასწაულო წირვას არ ესწრება, რომლესაც მისი უწმინდესობა ილია მეორე აღავლენს.
წყარო: პირველირადიო