_ კარგია, რომ ბუკისციხე_სურების გზის 6,5_კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება ვადაზე ადრე დასრულდა. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ის სამუშაოები, რომელიც მომავალ წელს უნდა გახორციელებულიყო წელს გადმოვიტანო, _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ_მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩოხატაურში სტუმრობისას გააკეთა.
მთავრობის მეთაურმა ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად დაათვალოერა. დაათვალიერა. პრემიერმა მშენებლებისგან მიიღო ინფორმაცია სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
პროექტი, რომლის ღირებულება 2,5 მილიონ ლარს აღემატება, თვის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს, რომელზეც 38 ადამიანია დასაქმებული, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და სამუშაოებს თეთრ სიაში მყოფი კომპანია ნიუ როადი ახორციელებს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბუკისციხე-ზემო სურების ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ადგილობრივთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, სოფლების ერთმანეთთან და ადმინისტრაციულ ცენტრთან უკეთ დაკავშირებას, ასევე რეგიონში ტურიზმის განვითარებას.
მამუკა ბახტაძე ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ახალი სკოლებისა და ბაღების მშენებლობა იგეგმება.