პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მთავრობის წევრებმა, ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში მდებარე კომპანია new road_ის ასფალტის ქარხანა მოინახულეს.
ქარხანა კავკასიაში ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა და აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უახლესი, გერმანული დანადგარებით.
საწარმოში პრემიერს მასპინძლობა კომპანიის დირექტორმა დავით ჟღენტმა გაუწია.
ქარხანა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა და მისი საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია, 44 ადამიანია დასაქმებული.
შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა, ჩვენ შევძელით დაგვეფიქსირებინა, შეხვედრის კარს მიღმა დარჩენილი ოზურგეთის მერი კონტანტინე შარაშენიძე, რომელიც მუშებთან ერთად, პრემიერის და მინისტრის გამოსვლას ელოდებოდა.