მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრი წარადგინა. მინისტრის პოსტს ალექსანდრე წულაძე დაიკავებს.
ინფორმაციისთვის, ალექსანდრე წულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტები. არის სამართლის დოქტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორად და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და „ალტე უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი. ალექსანდრე წულაძე მუშაობდა განათლების მინისტრის პირველ მოადგილედაც.
გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა.