გუშინ, ოზურგეთში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები, პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში” გურიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიას გაეცნენ.
ოფიციალურ შეხვედრაზე, საჩვენებლად, გურიაში წარმოებული პროდუქციაც იყო წარმოდგენილი.
მაშინ, როცა მამუკა ბახტაძე ღონისძიების მონაწილეებს ესაუბრებოდა, ჩვენმა ობიექტივმა ჭამა-სმით გართული ოზურგეთის მერი, კონტანტინე შარაშენიძე დააფიქსირა.