სააგენტო Presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე თავისუფალია. მან ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
შეგახსენებთ რომ კაpანაძე სამართალდამცველებმა პოლიციისთვის წინააღნდეგობიs და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, დაახლოებით, 2 საათის წინ დააკავეს. კაპანაძე და 1ტვ.გე-ს ჟურნალისტი პოლიციის მანქანას იღებდნენ და სამართალდამცავებისგან ცდილობდნენ მიეღოთ ინფორმაცია, რა აღჭურვილობა ჰქონდათ მანქანაში.
მათი თქმით, პოლიციელები ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით იყვნენ აღჭურვილები და სწორედ ამის გადაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც კაპანაძე დააკავეს.