რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვი, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ვლადიმირ პუტინის არსებობა ეჭვქვეშ დააყენა.
პრესკოვის თქმით, რუსეთი და პუტინი არის და იქნებიან, მით უკეთესი იქნება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც უკრაინაა.
“გასაგებია, რომ ფსიქოლოგიურად ბატონი ზელენსკი ამჯობინებდა, რომ არც რუსეთი და არც პუტინი არ არსებულიყო, მაგრამ რაც უფრო მალე გაიაზრებს ის, რაც უფრო მალე გაიაზრებს უკრაინის რეჟიმი, რომ რუსეთი და პუტინი არის და იქნებიან, მით უკეთესი იქნება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც უკრაინაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის წარმომადგენელმა.
მისი განმარტებით, მოსკოვის მიზნები ასე თუ ისე მიიღწევა, ამიტომ რაც უფრო მალე იქნება გათვალისწინებული მისი მოთხოვნები, მით უფრო მალე შეძლებს კიევი აღდგენის დაწყებას.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას თქვა, რომ ის დარწმუნებული არაა, რომ პუტინი ისევ ცოცხალია.,
,,მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ხანდახან ჩნდება ქრომაკზე [ერთი ტონალობის ფონი ვიდეომონტაჟისთვის] ის არის. დარწმუნებული არ ვარ, რომ ცოცხალია ან ის იღებს გადაწყვეტილებებს, ან ვინ იღებს გადაწყვეტილებებს იქ, როგორი ხალხის წრე? ასეთი ინფორმაცია არ მაქვს.“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი