საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.
“84 შუალავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია”, – განაცხადა პრეზიდენტმა და აქციის მონაწილეებს განუმარტა, თუ რა არის გასაკეთებელი.
„ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ ხომ დღეს და გაბრაზდით? – მაგრამ დავიწყოთ საქმე, საქმე არის რომ უნდა მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.