საქართველოს პრეზიდენტი 9 მაისს, 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე არსებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში “ევროპის დღის” აღსანიშნად ემზადება. ამის შესახებ საუბარია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბანერზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Loudspeakers , დაგადაგანი, quemmekh.
ასევე, “სუხიშვილები” და ანსამბლი “შავნაბადა”.