პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციურ პარტიებს ხვდება. შეხვედრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია.
4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებებიც გაკეთა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა მნიშვნელოვანია და ის ამ საკითხზე კონსულტაციებს უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან გააგრძელებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბონუსების გაუქმებას და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას ეთანხმება.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს ვენეციის კომისიას შეხვდებიან.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიოიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.