საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში არსებულ უმძიმეს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა და ხელისუფლებას მიმართა, რომ რისკ ჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს.
“მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული _ სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის“, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა, ასევე გააკრიტიკა პოლიტიკური პaრტიები, რომლებიც მომხრეების შეკრებას არ ერიდებიან, რაც ვირუსის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორია.
პრეზიდენტმა მოუწოდა საპატრიარქოს, რომ საეკლესიო პირებმა უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა აცრის აუცილებლობის პროპაგანდაში და წინ აღუდგნენ ანტივაქსერულ მოსაზრებებს მრევლში.
საქართველოს პრეზიდენტმა დააფიქსირა ქვეყნის ჩაკეტვის საწინააღმდეგო საკუთარი პრინციპული პოზიცია და განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს.