საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, “უცხოური გავლენების შესახებ” კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიურ პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან აშორებს.
“რადგან აქ ბევრი არასამთავრობოა, იმისთვის, რომ ჟურნალისტები ერთად არ დამესიონ, ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ვეტოს დავადებ! მე სამართლებრივი პოზიცია არ მაქვს, რომ ეს ან ის მუხლი არ ვარგა. ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.