ხატია მოისწრაფიშვილი 2019 წლის 4 სექტემბერს სიტყვიერად გაფრთხილებულ იქნა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოისწრაფიშვილის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობას და სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
„მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს.
პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება.
ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონრეტებენ არ აკონკრეტებს, ხატია მოისწრაფიშვილის რომელ განცხადებას გულისხმობსენ, თუმცა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება სოციალურ ქსელში მოისწრაფიშვილის მიერ დაწერილ პოსტს, რომელშიც, მოისწრაფიშვილი ნოდარ მელაძეს სოლიდარობას უცხადებდა და იცის მეგობრობა.
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ 9 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა ირინა შენგელიამ განაცხადა, რომ ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერის მოვალეობას აღარ ასრულებს, თუმცა ის ადმინისტრაციის თანამშრომლად რჩება, რასაც ხატია იმავე დღეს მოისწრაფიშვილმა სიცრუე უწოდა და არ დაადასტურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.