ამ წუთებში დაძაბულია ვითარება თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სადაც აქციის მონაწილეები მივიდნენ – მობილიზებულის სპეცრაზმი- გამოიყენეს წიწაკის სპრეი.
ორბელიანების სასახლის მთავარ შესასვლელს რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტეს.
საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება პრეზიდენტის სასახლესთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მურთაზ ზოდელავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ მსვლელობით ორბელიანის მოედნისკენ, პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლებდნენ.
ფოტო: მთავარი




























































