საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ თქვა.
ქორიძის განცხადებით, კომისიამ 976 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და პრეზიდენტს რეკომენდაციები გადაუგზავნა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ თქვა, 83 შეწყალებული მსჯავრდებულიდან საპატიმროს 40 დღესვე დატოვებს, 43-ის სასჯელი შემცირდა.
შეწყალებულ პატიმრებს შორის 3 ქალი და 1 არასრულწლოვანია. მათგან 2 ქალი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
სასჯელშემცირებულებს შორის ერთ უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, პრეზიდენტმა მას გათავისუფლების თარიღი დაუდგინა.
პრეზიდენტმა პატიმრები აპრილსა და მაისშიც შეიწყალა.