საქართველოს პრეზიდენტმა მოსამენების შესახებ კანონს ვეტო მეორედ დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 1-ელ მარტს დაამტკიცა.
რიგგარეშე სხდომაზე 17 კანონპოექტს ეყარა კენჭი. მთავარი პროექტი 87-ხმით, 2-წინააღმდეგი მიიღეს.