საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეჟისორი, ქეთი დოლიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.
ქეთი დოლიძეს ჯილდო ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ასევე, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონია 8 მარტს შედგა.