საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა,_ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, ლაზარე გრიგორიადსი გასული წლის აპრილში, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
საგამოძიებო უწყებების მტკიცებით, გრიგორიადისმა 2023 წლის 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედებოდა პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვა. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.