პრეზიდენტის ყოველწიურ მოხსენებას “ბრალდებების ფორმა” უწოდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, მარგველაშვილს “ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამორჩა”:
“მე ვფიქრობ, არ იყო სწორი აქცენტები. პრეზიდენტს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამორჩა ან უბრალოდ არ ისაუბრა ამაზე. მათ შორის სისტემურ რეფორმებზე.
მისი დღევანდელი გამოსვლის დასაწყისი განსაკუთრებით რომ ნახოთ, ეს არის ბრალდებების ფორმა,“ – განაცხადა ბესელიამ.