,ნიკა მელიას გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო და შეუძლია პარლამენტში“, – ამის შესახებ “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ასევე მან აღნიშნა, რომ ეს ერთი თამაშია, ერთი სცენარია.
“ნიკა მელია დააკლდა პარლამენტს და დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ნიკა მელიას გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო და შეუძლია ჯერ კიდევ პარლამენტში მისი ყოფნით. ის დაამშვენებდა პარლამენტს.
მე კარგად ვიცი და კარგად არის დალაგებული ჩემს თავში, როგორ დაიწყო გავრილოვი, შემდეგ ის ღამე, შემდეგ გმირი გაფრინდაშვილი, შემდეგ არჩევნები, მერე დაყოფა და დაშლა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების, შემდეგ მცდელობა მათი რეანიმაციის და დავამთავროთ გინდაც ჯაფარიძის კაფე-ბარებით – ეს ერთი თამაშია, ერთი სცენარია”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ასევე დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ მან თავი შეიკავა მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებისთვის ხმის მიცემისგან, რადგან პარტიამ ასე ჩათვალა საჭიროდ.