რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და მისი მოადგილის, რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიომიმრთვაში ამბობს, რომ სამწუხაროდ რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა ბახმუტიდან 550 მეტრით უკან დაიხიეს.
“სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა ბახმუტის ჩრდილოეთით უკან დაიხიეს 550 მეტრამდე, რითაც ჩვენი ფლანგები მოაშიშვლეს. მივმართავ თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს ხელმძღვანელობას საჯაროდ, რადგან ჩემს წერილებს არ კითხულობენ“, _ ამბობს ვაგნერის დამფუძნებელი.
პრიგოჟინი მიმართვაში შოიგუსა და გერასიმოვს მოუწოდებს, რომ გააკეთონ ყველაფერი და ფლანგები არ დათმონ.
,,თქვენთან თხოვნა მაქვს, ვალერი ვასილევიჩ (გერასიმოვი), სერგეი კუჟუგეტოვიჩ (შოიგუ), გთხოვთ, არ დათმოთ ფლანგები, არ დათმოთ დასახლებული პუნქტი საკო და ვანცეტი. კიდევ რამდენიმე დღე გამაგრდით, როგორც შეგიძლიათ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული, რათა ფლანგები არ იშლებოდეს”, _ თქვა პრიგოჟინმა.
ავტორი