პრინცი ჩარლზი, რომელიც დღემდე ორგანული სასურსათო პროდუქტების წარმოებით იყო ცნობილი, მოდის ინდუსტრიითაც დაინტერესდა.
მისმა საქველმოქმედო ფონდმა “The Prince’s Foundation”-მა იტალიურ კომპანია “Yoox Net-A-Porter”-თან თანამშრომლობით ქალისა და კაცის ტანსაცმლის ახალი კოლექცია წარმოადგინა.
ქალის 10 და კაცის 8 კოსტიუმი მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შოტლანდიაში პრინცის საქველმოქმედო ფონდის შტაბ-ბინაში შექმნეს.
კოსტიუმები “NET-A-PORTER”-ის, “MR PORTER”-ის “YOOX”-ისა და ”THE OUTNET”-ის მაღაზიებში გაიყიდება და მიღებული შემოსავალი მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.
[sexy_author_bio]