პრინცი ჰარი პრინც უილიამსს ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესაბებ THE GUARDIAN იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ჰერცოგის მემუარების ასლში წერია.
“მან საყელოში მომიჭირა და იატაკზე დამაგდო. ძაღლის თასზე დავჯექი და გაიბზარა. ნასხვრევები ზურგში შემერჭო”, – ციტირებს Guardian პრინც ჰარის წერილს.
შემდეგ უილიამი წავიდა, მერე დაბრუნდა “ბოდიში მოიხადა”.
მემუარები მომავალ სამშაბათამდე არ გამოქვეყნდება, მაგრამ Guardian-მა თქვა, რომ მან მიიღო ასლი.
BBC-ის ინფორმაციით, ბუკინგემის სასახლემ ჯერ არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნაზე.